წიგნი ეძღვნება თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოში აღიარებული ფალავანის, ორგზის ოლიმპიური თამაშების, ხუთგზის მსოფლიოს, მრავალგზის ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ლევან თედიაშვილის მიერ განვლილი სპორტული და სამოქალაქო ცხოვრების გზას. იგი მოიცავს პერიოდს 70-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე და აგებულია ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე.