ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

მერი შელი და ფილოსოფიურ-ფანტასტიკური რომანი პრობლემა

გამოცემის წელი1975
გამომცემლობათსუ-ს გამომცემლობა

,,მერი შელიმ განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ინგლისელ მწერალთა შორის, მან ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში განჭვრიტა ინტელექტუალური სამყაროს მომავალი, იწამა ადამიანის გონების ყოვლისშემძლეობა. თავის ფილოსოფიურ-ფანტასტიკურ რომანში „ფრანკენშტაინი, ანუ თანამედროვე პრომეთე" მერი შელიმ ორიგინალურად გამოხატა მუდმივი პროგრესის გარდაუვალობის იდეა, რის გამოც მისი ნაწარმოები დღესაც განაგრძობს სიცოცხლეს და მეცნიერების და ტექნიკის უმაღლესი განვითარების ეპოქაში ეხმაურება თანამედროვეობის აქტუალურ პრობლემებს. ტექნიკური პროგრესი, ერთი მხრივ, მიმართულია ადამიანის საკეთილდღეოდ, ხოლო მეორე მხრივ, მის გასანადგურებლად – აი ის დილემა, რომლის წინაშეც დგას თანამედროვე კაცობრიობა. ეს რთული და მწვავე საკითხები და მათი ურთიერთდამოკიდებულება მჭიდროდაა დაკავშირებული რომან „ფრანკენშტაინის“ პრობლემატიკასთან. ადამიანის გონების უსაზღვრო შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობათა შედეგები XX საუკუნის პრობლემებია და ისინი ჯერ კიდევ საუკუნე-ნახევარზე მეტი ხნის წინათ აღელვებდა ნიჭიერ მწერალ ქალს მერი შელის და მისი საუკეთესო რომანის მთავარ გმირს ვიქტორ ფრანკენშტაინს".