გურამ გეგეშიძის რომანი „ხმა მღაღადებლისა“ ასახავს XIX საუკუნის მიწურულის და XX საუკუნის დამდეგის საქართველოს. აქ არ მონაწილეობენ ცნობილი ისტორიული პირები, მაგრამ რამდენიმე ოჯახის ისტორიის ფონზე ჩვენი თანამედროვის თვალით გაშუქებულია ქართველი ხალხის ცხოვრების ძირითადი მომენტები აღნიშნულ ხანაში. რომანში დახატულია იმდროინდელი საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები და სხვადასხვა იდეურ პოზიციებზე მდგომი ადამიანები, ნაწარმოები მდიდარია მრავალფეროვანი ტიპაჟით, საინტერესო ხასიათებით, მწვავე სიტუაციებით, ადამიანურ მისწრაფებათა და ვნებათა ჭიდილით და, ყოველივე ამის გამო. დიდი გატაცებით იკითხება.