„ოქროკაცი“ თვით იოკაის საყვარელი რომანი იყო. მწერალს მასში გადმოცემული აქვს თავისი სულიერი განცდები და აზრები, მისწრაფებანი უკეთესი მომავლისაკენ. აქ იგი კიცხავს ბურჟუაზიულ საზოგადოებას, რომლის ცხოვრების იდეალი ოქრო გამხდარა, თუმცა, სიმდიდრეს მაინც არ მოაქვს მათთვის ბედნიერება.

