სახელმძღვანელოში ყველა საკითხი განხილულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ 2020 წლის მდგომარეობით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით. კერძოდ, განხილულია შემდეგი საკითხები: ფინანსური აღრიცხვის მიზანი, არსი, რეგულირება და პროფესიული ეთიკა; ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები, ელემენტების აღიარების კრიტერიუმები და შეფასების მეთოდები; ფინანსური ანგარიშგების მომზადების პრინციპები და ბიზნეს-ტრანზაქციების სრული სააღრიცხვო ციკლი; ფინანსური ანგარიშგების ზოგადი ანალიზი.

