ნაშრომი შეიცავს იკონოგრაფიის მეთოდის რაობის განმარტებას, მოკლე ცნობებს მისი ჩამოყალიბებისა და პირველი მკვლევრების შესახებ, შუა საუკუნეების პერიოდების მიმოხილვას, იკონოგრაფიის ლიტერატურული წყაროების მოკლე დახასიათებას (ბიბლიის წიგნები, ძველი და ახალი აღთქმა და სხვა ქრისტიანული ლიტერატურა), თავებს, რომლებშიც გამოყოფილია ქრისტიანული იკონოგრაფიის საწყისები, მაცხოვრის იკონოგრაფია, ღვთისმშობლის იკონოგრაფიული ტიპები ქრისტეს ცხოვრების ციკლი და ა.შ.

