წიგნში განხილულია საქართველოში ადვენტური სახეობებით ყველაზე მდიდარი ბოტანიკურ-ისტორიული მხარის – აჭარის ადვენტური ფლორის ჩამოყალიბების ისტორია, მისი სისტემატიკური სტრუქტურა, უცხო მცენარეთა სამხრეთ-კოლხეთში მიგრაციის გზები და საშუალებები. ამ უკანასკნელზე ამასთანავე შემოჭრის დროსა და ნატურალიზაციის დონეზე დაყრდნობით მოცემულია ადვენტურ მცენარეთა კლასიფიკაცია. გაანალიზებულია თითოეული სახეობის გეოგრაფიული წარმოშობა, მათი აჭარაში გავრცელება და აბორიგენულ მცენარეულობაში ინვაზიის თავისებურებანი.