წიგნში შესწავლილია ნიკო ნიკოლაძის თეორიული რეფორმატორული აზროვნებისა და პრაქტიკული-ფერმერული, მეწარმეობრივი, მენეჯერული საქმიანობის და მისი მრავალმხრივი საზოგადოებრივი მოღვაწეობის ასპექტები, რომლებიც მთლიანობაში გვაძლევს ნიკო ნიკოლაძის განუმეორებელი ეროვნული უნიკალობის პორტრეტს, გვიჩვენებს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროგრესულ გზებს ეკონომიკის ეროვნული უპირატესობების ბაზაზე ევროპულ ცივილიზაციასთან დიალოგში-"ნიკო ნიკოლაძის გზა". მოკვლეულია მეწარმეობრივი განვითარების ტენდენციები მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის კაპიტალისტური ქუთაისის გუბერნიაში, რომლებიც მემკვიდრეობითობით განსხეულებულია თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის განვითარების ბაზისური ტრადიციების პლასტებში.