წინამდებარე პუბლიკაციაში გაეცნობით შსს არქივში დაცულ იმ მასალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებისათვის წლების განმავლობაში მიუწვდომელი რჩებოდა. კერძოდ, წარმოდგენილია საქართველოს სსრ ცენტრალური კომიტეტის პლენუმის სხდომათა სტენოგრაფიული ჩანაწერები, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან (სუკ-ი) მოსკოვში გაგზავნილი რაპორტები და შიფრ-დეპეშები, ასევე თემატიკასთან უშუალოდ დაკავშირებული სხვა კატეგორიის საარქივო დოკუმენტაცია, რომლებიც კიდევ ერთხელ და განსხვავებული რაკურსით შეგვახსენებენ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტკივილიან ფურცლებსა და პერიოდს.