წიგნში ავტორმა თავი მოუყარა წლების მანძილზე შექმნილ ნარკვევებს, ესეებს კრიტიკულ წერილებს და შემოქმედებით პორტრეტებს, რომლებშიც განხილულია პოეტური შემოქმედების პრინციპული საკითხები. კრებულის ძირითადი მიზანია დახასიათდეს პოეტის შემოქმედებითი პიროვნების ბუნება, პოეტური ტექსტის ღირსება-ღირებულების განმსაზღვრელი თავისთავადი თვისებები და მისი შეფასების ესთეტიკური კრიტერიუმები.