წიგნი ორი ნაწილისგან შედგება. პირველში (,,საქართველოს მიღმა საქართველო"), ავტორი მკითხველს სთავაზობს ნარკვევებს საზღვარგარეთ კომპაქტურად მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე, მეორე ნაწილში („ისევ ჩემი ჟურნალისტური სამზარეულო“) შევიდა 2003-2008 წლებში ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული წერილები.