,,არასდროს მიფიქრია, ფართო საზოგადოებისთვის ჩემს ცხოვრებაზე მომეყოლა, რადგან მიმაჩნდა, რომ განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი, ხოლო, რაც მიკეთებია, ჩემი აზრით, ეს ყველა ნორმალური კაცის მოვალეობაა. მაგრამ წლებმა რომ მხრებზე დამათოვა, ვიფიქრე მეც, მირჩიეს მეგობრებმაც და გადავწყვიტე, გავახმიანო ჩემი ცხოვრების ეპიზოდები მომავალი თაობებისთვის, ჩემი საქართველოსთვის. ჩემი ცხოვრების ამბის აღწერა რომ გადავწყვიტე, მას ერთსიტყვიანი სათაური შევურჩიე – „ნერვი“, რაც ჩემი ხასიათისთვის ყველაზე შესაფერისად მიმაჩნდა, მაგრამ ეს სახელი დაკავებული აღმოჩნდა ვლადიმირ ვისოცკის მიერ. ამიტომ იძულებული გავხდი, ბიოგრაფიული მოთხრობის უფრო ტრივიალურ დეფინიციაზე შევჩერებულიყავი: „ჩემი გზა“. (კარგია, რომ ეს დეფინიცია არც კლოდ ფრანსუას და არც პოლ ანკას არ „დაუპატენტებიათ“)" – არჩილ ხომასურიძე.