წიგნი ეძღვნება ცნობილ ქართველ მკვლევარ-ისტორიკოსს, მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ქ. გორში) ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, პროფ. მიხეილ ცოტნიაშვილს. ზოგადადაა წარმოდგენილი ლიახვისპირელი შემოქმედის ცხოვრების, სამეცნიერო და ეროვნული მოღვაწეობის ეპიზოდები. აქცენტები გაკეთებულია მის მეგობრულ ურთიერთობებზე კოლეგებთან, ყოფილ სტუდენტებთან, ნაცნობ-მეგობრებთან.