ნაწარმოებში სტალინის ბერძენი დალაქისა და მეგობრის რეალური, სიღრმისეული სახეა წარმოდგენილი. ეს არის უდიდესი ადამიანური ნდობის უბადლო მაგალითი. ავტორი უბრალო ენით, ლაკონიურად აღწერს რეალურ ამბავს, რომელიც სოხუმში ცხოვრების დროს მან თავისი დალაქის ნაამბობიდან შეიტყო. ნაწარმოებში აღწერილი რეალური ისტორია გასაოცარია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. აქ აღნიშნულმა გარემოებებმა დიდად შეუწყო ხელი ბერძნული დიასპორის გამყარებას ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, ნიშანდობლივად კი კოლხეთში – აფხაზეთში.