აზიზ აბაზოვის მრავალწლიანი კვლევის შედეგად შემოთავაზებული ნაშრომი ეძღვნება საქართველოს XVII-XIX საუკუნეების ცხოვრებაში ადგილობრივი მოსახლეობის, ქართველების და მეზობელი ეთნიკური აზერბაიჯანელების წარმომადგენელთა ერთობლივი მოღვაწეობის ასახვას. მკვლევარი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ პირველი ისტორიული ცნობების მნიშვნელობას რომლებშიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ქართლ-კახეთის სამეფო კარზე მოღვაწე და მოსამსახურე აზერბაიჯანელების ურთიერთობა, მათი ერთგული სამსახური სამეფო კარისა და საქართველოსადმი. ნაჩვენებია მეფე ერეკლე მეორის კეთილშობილური დამოკიდებულება აზერბაიჯანელთა მიმართ.

