I წიგნში - „როგორ უნდა ვიკითხოთ ნიცშე?“ - წარმოდგენილია ნიცშეს ტექსტების წაკითხვის ძირითადი პრინციპები და მათი გაგების ძირითადი წინაპირობები. ამის საფუძველზე გაკრიტიკებულია ნიცშეს მცდარი ინტერპრეტაციები. II წიგნში - „ნიცშეს მორალის გენეალოგიაზე“ - წარმოდგენილია იუდეო-ქრისტიანული ღირებულებების გადამფასებლის ტიპი და დადგენილია, თუ როგორ განაპირობებს იუდეო-ქრისტიანული ღირებულებების გადაფასებას ნიცშეს „მორალის გენეალოგიაში“ გაცხადებული მიგნებების შემეცნება.

