ავტორის შესახებ
ტომას პეროტა ( დ. 13 აგვისტო, 1961 ) – ამერიკელი რომანისტი და სცენარისტი. ცნობიილია რომანებით: არჩევნები (1998) და პატარა ბავშვები (2004), რომელთა მიხედვითაც კრიტიკოსების მიერ მოწონებული ოსკარზე ნომინირებული ფილმები გადაიღეს. ტოდ ფილდთან ერთად პეროტა 2006 წელს გამოსულ პატარა ბავშვების სცენარზე მუშაობდა, რისთვისაც ოსკარის 79-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში იყო ნომინირებული. ცნობილია რომანით ნარჩენები, რომლის მიხედვით HBO-მ ამავე სახელწოდების ტელესერიალი გადაიღო.


