ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ნარჩენები

მთარგმნელითამარ სუბელიანი
გამოცემის წელი2018
რედაქტორინინო გოგალაძე

14 ოქტომბერს ადამიანების თვალწინ გაუგონარი რამ მოხდა – დედამიწის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უმიზეზოდ გაუჩინარდა. ამ აუხსნელმა მოვლენამ, რომელსაც „ატაცება“ უწოდეს, დარჩენილებს უამრავი უპასუხო კითხვა დაუტოვა. გაუჩინარება ბევრმა მეორედ მოსვლის უტყუარ ნიშნად ჩათვალა, ზოგმა კი გაუჩინარებულები გმირებად შერაცხა. გაჩნდა უამრავი კულტი, სექტა და დაჯგუფება, რომლებიც იმ ხალხს აერთიანებდა, საკუთარ თავს ნარჩენებად, უსარგებლო ნაგვად რომ მიიჩნევდნენ და სიცოცხლის ძველებურად გაგრძელებაში აზრს ვეღარ ხედავდნენ.