ავტორის შესახებ
გიორგი ჯიბლაძე ( დ. 27 აპრილი, 1913, ქუთაისი – გ. 23 სექტემბერი, 1989, თბილისი ) – ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურის კრიტიკოსი და ესთეტიკოსი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), სსრ კავშირის პედაგოგიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-დამფუძნებელი, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.












































