ნარკვევში ათონური ქართული ხელნაწერების მიხედვით განხილულია ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული ცნობები X-XI საუკუნეების ქართულ მწერლობაზე და მოცემულია მათი მეცნიერული შეფასება. აქვე ქვეყნდება დიდი ქართველი მწერლების ეფრემ მცირისა და თეოფილე თარგმანის უცნობი პოეტური თხზულებანი, დაწერილი ათმარცვლოვანი და თექვსმეტმარცვლოვანი პოეტური საზომებით, აგრეთვე ეფთვიმე მთაწმიდელის, გიორგი მთაწმიდელის, ეფრემ მცირისა და თეოფილე თარგმანის ავტოგრაფთა ნიმუშები.