ავტორის შესახებ
ემზარ ზენაიშვილი ( დ. 10 სექტემბერი, 1944 ) – თანამდებობის პირი, ჰუმანიტარი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1966 წელს. 1967-1972წწ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1972-1988წწ. რაიკომის მდივანი, სექტორის გამგე, განყოფილების გამგე. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზაფხულის ხუთ და ზამთრის ოთხ ოლიმპიურ თამაშებზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიებსა და კონგრესებზე. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი ირანის ახალი ისტორიის საკითხებზე.




