,,ავტორი მეტად რთულ და შრომატევად საქმეს შეეჭიდა, რათა სპორტის გულშემატკივრებისათვის მოეთხრო ძველი და თანამედროვე ოლიმპიური თამაშების შესახებ. მან ერთ, უხვად ილუსტრირებულ წიგნში შეძლო თავი მოეყარა ოლიმპიური თამაშების მდიდარი ისტორიისათვის, რომელიც მოიცავს ვრცელ სტატისტიკურ და საცნობარო მასალას, ოლიმპიზმის მოღვაწეთა ბიოგრაფიებს. წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართველ ოლიმპიელთა მიღწევებს".

