ციფრული ბიბლიოთეკა

ნომადი ბართაია

1944 -

ავტორის შესახებ

ნომადი ბართაია ( დ. 16 სექტემბერი, 1944 ) – მეცნიერი, მთარგმნელი, მწერალი, პოეტი, არის ასამდე სამეცნიერო ნაშრომისა და მრავალი პოპულარული წერილის ავტორი. ირანისტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანული ფილოლოგიის განხრით 1966 წელს. 1966-2019 წწ. როგორც ირანისტი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის კათედრაზე, სადაც გაიარა თანამდებობები (ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი) კათედრის გამგეობამდე (2014-2019 წწ.); სხვადასხვა დროს მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ირანული ფილოლოგიის კათედრის გამგედ; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1995 წლიდან ჯერ სპარსული ენის ლექტორად, მერე ირანული ფილოლოგიის კათედრის გამგედ; ამჟამად, როგორც პროფესორი, აგრძელებს მუშაობას აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ირანისტიკის განყოფილების ხელმძღვანელად; 1970-1971 წლებში, ერთი წლით, სსრკ განათლების სამინისტროს მიერ მივლინებული იყო ისპაჰანის სამშენებლო ცენტრში სპარსული ენის თარჯიმნად; სპარსულ ენასა და ლიტერტურაში, სხვადასხვა ვადით, კვალიფიკაცია ამაღლებული აქვს ირანის ისლამური რესპუბლიკის – ისპაჰანის (1976), ურმიის (1997), თეირანის თარბიათე მოდარესის (დოქტორანტთა) და გილანის (2001) უნივერსიტეტებში. 1991 წელს იყო საქართველოს მწერალთა კავშირის ალმანახ "ენგურის" მთავარი რედაქტორი; 2011 წლიდან არის ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის განყოფილების ქართულ-სპარსულენოვან პოპულარულ ჟურნალ "კალამის" მთავარი რედაქტორი. მიღებული აქვს ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურული და ისლამური კავშირების ორგანიზაციის საპატიო სიგელი (2001), ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საპატიო სიგელი (2006), თანამედროვე ირანელი პოეტის შაჰრიარის კულტურის საერთაშორისო მედალი (2016).

ავტორი

წიგნი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი

ვიღაცას აივანი აუყვავებია

ნომადი ბართაია
ინტელექტი
2004
წიგნი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი

ქართული საყვავილე ირანული ვარდებისთვის

ნომადი ბართაია
უნივერსალი
2009
წიგნი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი

ქართულში შემოსული სპარსული ლექსიკა

ნომადი ბართაია
უნივერსალი
2011
წიგნი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი

დიალოგი რელიგიათა შორის

ნომადი ბართაია
უნივერსალი
2012
წიგნი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი

ქართულ-ირანული ლიტერატურულ-ენობრივი ურთიერთობანი

ნომადი ბართაია
უნივერსალი
2014
წიგნი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი

ბატონი მაგალი

ნომადი ბართაია
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2018
წიგნი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი

მე ისიც მიყვარს, მინახავს ვინც არ

ნომადი ბართაია
უნივერსალი
2019
წიგნი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი

სპარსულიდან შემოსულ აღმოსავლურ თემატურ ნასესხობათა შესახებ ქართულში

ნომადი ბართაია
უნივერსალი
2021