ავტორის შესახებ
ლალი ბაქრაძე ( დ. 4 იანვარი, 1953 ) – ჰიგიენისტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1975 წელს. 1975–1978წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადებათა კათედრის ასპირანტი; 1978–1983წწ. ამავე კათედრის ასისტენტი, 1983–1995წწ. უფროსი მასწავლებელი. 1995 წლიდან აღნიშნული კათედრის დოცენტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფილაკტიკური მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება შრომის ჰიგიენას, შრომის ფიზიოლოგიას, სამრეწველო ტოკსიკოლოგიას.




