წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სამედიცინო დაწესებულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის, თუმცა, მათთან ერთად, დახმარებას გაუწევს სადოქტორო პროგრამების მკვლევრებს და გარემოს ფაქტორების მდგომარეობისა და მოსახლეობის ცხოვრების სანიტარიულ პირობებსა და ჯანმრთელობაზე მათი გავლენის (გარემოს მედიცინის) შესწავლით დაინტერესებულ სხვადასხვა სპეციალობის პირებს.

