ციფრული ბიბლიოთეკა

ვადიმ სააკაძე

1931 -

ავტორის შესახებ

ვადიმ სააკაძე ( დ. 12 მაისი, 1931, თბილისი ) – ქართველი ექიმი და მეცნიერი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის უნივერსიტეტის  შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა კათედრის გამგე, პროფესორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს. 1957-1961წწ. იყო რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების უფროსი ორდინატორი; 1961-1973წწ. თბილისის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროფესიულ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი; 1973-1982წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა კათედრის დოცენტი, 1982-1991წწ. პროფესორი, 1991 წლიდან კათედრის გამგე, 1994 წლიდან პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. ავტორია 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის საფუძვლებს, მათ შორის  რამდენიმე მონოგრაფია: "პროფესიული დაავადებები", სახელმძღვანელო სსი-ს სტუდენტებისათვის, 1973; "თერაპიული ცნობარი"(პროფ. ვ. ალადაშვილის რედაქციით), 1980; "Справочник по профессиональной", 1981; "საოჯახო მედიცინა"(პროფ. ვ. ალადაშვილის რედაქციით), 1984; "Профессиональная бронхиальная астма", 1989. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 სადოქტორო და 10 საკანდიდატო დისერტაცია.