სახელმძღვანელოში გადმოცემულია შრომის ჰიგიენის საგანმანათლებლო პროგრამის ძირითადი თეორიული და პრაქტიკული საკითხები. განხილულია პროფესიულ მავნეობათა ძირითადი სახეები, მათი ფორმირების განმსაზღვრელი პირობები და როლი დასაქმებული მოსახლეობის ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ჩამოყალიბებაში; მოცემულია ძირითად პროფესიულ ფაქტორთა შესწავლისა და შეფასების მეთოდები და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავების საფუძვლები.

