ავტორის შესახებ
სანდრო გადილია ( დ. 1939 ) – 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1962-1992 წწ. მუშაობდა სოხუმის რაიონის სოფ. შრომის საშუალო სკოლის ისტორია-სამართალმცოდნეობის მასწავლებლად, ხოლო 1993 წლიდან მოღვაწეობს ქ. სენაკში, აფხაზეთიდან დევნილთა საშუალო სკოლაში. 1978 წელს, როგორც მკვლევარ-მაძიებელმა, ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმით გათვალისწინებული საგნები (საქართველოს ისტორიის სპეციალობით) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. დაწერა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. ,,სახალხო განათლების ისტორია საქართველოში 1921-1931 წწ.“. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით ს. გადილიას 1982 წელს მიენიჭა „მასწავლებელ-მეთოდისტის“ წოდება, 1990 წელს–აფხაზეთის დამსახურებული მასწავლებლის წოდება, 1990 წ. კი უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორია. დაჯილდოებულია უმაღლესი მთავრობის მედლით „ყამირის ათვისებისათვის“ (1958 წ.).


