ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ლექსები და პუბლიცისტური წერილები

გამოცემის წელი2004
გამომცემლობა
რედაქტორიჟორა სორდია

,,კრებულში (ლექსებში, საგაზეთო წერილებში, პუბლიცისტურ სტატიებში...) ჩაქსოვილია ჭეშმარიტი პედაგოგისა და გაბედული (მოუსყიდველი და პირუთვნელი) პოეტის ნაღვლიანი ფიქრები სათაყვანებელ სამშობლოსა და ერის მძიმე წარსულზე, აგრეთვე, იმედი უკეთეს მომავალზე. ავტორის განცდილსა და ნააზრევში ძალუმად იგრძნობა წარსული თუ თანამედროვე ცხოვრების რეალობა და მის მიერ სწორად აღქმისა და საღი პოეტური განსჯის უნარი. ბ-ნი სანდრო შეიძლება ითქვას, ავლენს საოცარ ძალას, რათა სულითა და გულით განგვაცდევინოს ის, რაზედაც წერს და, რაც მთავარია, სათანადო გადაწყვეტილება მიგაღებინოს, ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, სამშობლოსა და ერის სამსახურში ჩაგვაყენოს".