ავტორის შესახებ
თენგიზ ენდელაძე ( დ. 30 სექტემბერი, 1954 ) – მეცნიერი, სამხედრო პირი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1979 წელს; სსრკ უშიშროების კომიტეტის მინსკის უმაღლესი კურსი. 1973-1975წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიაში; 1982-1994წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში; 1994-1997წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში; 1997-1999წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამმართველოს უფროსი; 1999-2003წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის რექტორი; 2003-2004წწ. პრორექტორი; 2004 წლიდან თადარიგშია; გენერალ-მაიორი (2000), პოლკოვნიკი; ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (2004).