ციფრული ბიბლიოთეკა

ნოდარ მამისაშვილი

1930 - 2022

ავტორის შესახებ

ნოდარ მამისაშვილი ( დ. 15 დეკემბერი, 1930 – გ. 10 იანვარი, 2022 ) – კომპოზიტორი, პედაგოგი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტი 1956 წელს. 1955-1963წწ. მუშაობდა მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის პედაგოგად IV და 1963-1972წწ. I მუსიკალურ სასწავლებლებში; 1963 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის პედაგოგი, დოცენტი; 1995 წლიდან პოლო-სტუდია "თეთრი კვადრატის" პრეზიდენტი; 1996 წლიდან ბგერითი ეკოლოგიის ცენტრის მთავარი კოორდინატორი; 1989 წლიდან სასულიერო აკადემიის მართლმადიდებლური გალობის წინა ისტორიისა და ისტორიის პედაგოგი. ავტორია მუსიკალური ნაწარმოებებისა: "ბაქია ბაჭია" (საბავშვო ოპერა), "შვიდი სიმფონია", 4 საფორტეპიანო კონცერტი, საგუნდო ორატორიები და ციკლები, პიესები ორკესტრისთვის, ორღანისთვის, ფორტეპიანოსთვის და სხვ. შექმნილი აქვს მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფოლმებისთვის, ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა.