,,ნოდარ მამისაშვილის „მისტიკური ანატომი” მხატვრული კვლევის ბრწყინვალე ნიმუშია, სადაც ინტერ- და ტრანსდისციპლინურ პრიზმაშია აღქმული სხვადასხვა, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან დაუკავშირებელი მოვლენა. კომპოზიტორს აწუხებს თანამედროვეობაში ხელოვანის ბედი: „ხელოვანთა ტიტული ჯერ შეიცვალა ხელოვნების „გამომგონებლებით", და ახლა კი –„პროექტის“ ავტორობით. დრო აღარ დარჩა კათარზისისთვის და ახალი ესთეტიკა ყოფ-ცხოვრების დაბალ ორბიტაზე გავრცელებულ ჭორთა ჭაობში გალაღდა. დათრგუნულ ინტუიციას მანქანებმა მეხსიერებაც კი „წაართვეს“ (მისტიკური ანატომია, გვ. 27). იგი მსჯელობს მომავლის განვითარების წახნაგებზე, პერსპექტივებზე, დროის უნივერსალობაზე" – ეკა ჭაბაშვილი, მარიკა ნადარეიშვილი.