ავტორის შესახებ
დეზიდერიუსი ერაზმუს როტერდამელი (ნამდვილი სახელი და გვარი გერჰარდ გერჰარდსი; ზოგჯერ ცნობილი, როგორც ერასმუს როტერდამელი ან ერაზმ როტერდამელი) ( დ. 28 ოქტომბერი, 1466/1469, როტერდამი – გ. 12 ივლისი, 1536, ბაზელი ) – რენესანსის პერიოდის ნიდერლანდელი ჰუმანისტი კათოლიკე ქრისტიანი თეოლოგი, ფილოსოფოსი, ფილოლოგი, მთარგმნელი და მწერალი. წერდა ლათინურ ენაზე. ერაზმუს როტერდამელმა უარყო შუა საუკუნეების სწავლა–აღზრდის სისტემა. გამოსცა „ახალი აღთქმა“ ბერძნულ ენაზე, დაურთო საკუთარი ლათინური თარგმანი, რომელიც საფუძვლად დაედო ლუთერის ბიბლიის თარგმნას. გამოსცა ანტიკურ ავტორთა და ეკლესიის მამათა კრიტიკული ჟანრის თხზულებები. ჰუმანისტური იდეები ლიტერატურაში ყველაზე უფრო სრულყოფილად ერაზმუს როტერდამელმა გამოხატა.