ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

შესხმა სისულელისა

გამოცემის წელი2007
გამომცემლობაბაკმი

„„შესხმა სისულელისას“ წამკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ქალბატონ სისულელისთვის არაფერი სულელური უცხო არ არის. კათედრაზე შემდგარი ქალბატონი სისულელე ქადაგებისას თავგამოდებით იცავს ძველი ელოკვენციის, ანუ მჭევრმეტყველების, ყველა წესსა და რიგს, ამ უცილოდ კვაზიქადაგებაში ერთმანეთს არეულ-დარეულად ცვლის ძველი და ახალი ენა, მწიგნობრული და სასაუბრო მეტყველება, არც კიდევ მკვახე-მკვახე სიტყვების ნაკლებობა იგრძნობა. საერთოდ ეს უთუოდ „ჭკვიანი სულელი“ ქალბატონი გარკვეულწილად უპირატესობას ანიჭებს XVI საუკუნის არქაულ სტილისტიკას. ისე, მაინცადამაინც დიდად არ იცავს არც ფაქტებისა და არც ციტატების სიზუსტეს, ერთი სიტყვით, როგორც იტყვიან, „ბოროტად იყენებს თავის სისულელეს“... ამიტომ ნურც ავტორს და, მით უმეტეს, ნურც მთარგმნელს ნუ დააბრალებთ დაუდევრობასა და უგულისყურობას. თუმცა, ისიც ბარემ აქვე ვთქვათ, რომ დედამიწის ზურგზე ეს ერთადერთი ბრძნული წიგნია, სისულელის მიერ თხრობილი... ანუ „სიბრძნე სისულელისა“.