ავტორის შესახებ
ოდეტ კენი ( დ. 10 სექტემბერი, 1888, სტამბული, ოსმალეთი – გ. 14 მარტი, 1978, უერტინგი, ინგლისი) – მემარცხენე მიმართულების ნიდერლანდელი ჟურნალისტი და მწერალი. წერდა ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. გამოქვეყნებული აქვს 19 წიგნი და ათობით ჟურნალისტური სტატია. ბევრს მოგზაურობდა. 1919-1921 წლებში იმყოფებოდა საქართველოში. კენი ასევე ცნობილია სასიყვარულო ურთიერთობით მწერალ ჰერბერტ უელსთან.