,,2020 წელს, როცა ჰოლანდიელი მწერლის, ოდეტ კენის ბიოგრაფიის შესწავლა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ აქ ჩამოსული შორეული სტუმარი და ჩემი წინაპრების ნაცნობი სწორედ ის იყო. სვანეთის გარდა მან საქართველოს სხვა კუთხეებიც შემოიარა, 1923 წელს კი პარიზში გამოსცა წიგნი „ოქროს საწმისის ქვეყანაში (დამოუკიდებელ მენშევიკურ საქართველოში)“. იგი ოცნებობდა, თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები ქართველებისთვის გაეზიარებინა. და აი, 2023 წელს ოდეტი ბრუნდება საქართველოში და ვინ იცის, შესაძლოა, ეს იყოს სულიერი შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომელთაც თავისი ცხოვრების ყველაზე შთამაგონებელ წლებში გადაეყარა" – ლელა გაფრინდაშვილი.