ნაშრომი წარმოადგენს ქართულ ენაზე შედგენილ კოორდინაციული ქიმიის პირველ სახელმძღვანელოს. მასში წარმოდგენილია კოორდინაციული ქიმიის ისეთი ფუნდამენტური საკითხები როგორიცაა ა. ვერნერის კოორდინაციული თეორიის ძირითადი დებულებები, კოორდინაციულ ნაერთთა სინთეზისა და ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოდები, ნომენკლატურა, სტერეოქიმია, იზომერია და ა.შ.