ავტორის შესახებ
რევაზ მაჩხოშვილი ( დ. 1939 ) – ქიმიკოსი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1968 წწ. მუშაობდა საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს ცენტრალურ ლაბორატორიაში I კატეგორიის ლაბორანტის თანამდებობაზე; 1966-1968 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1968-1987 წწ. იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის უმცროსი, შემდეგ, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; აქვე დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები; 1987-2005 წწ. რ. მაჩხოშვილი იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ქიმიის კათედრის გამგე, ხოლო 1993 წლიდან - მის მიერვე დაარსებული ქიმიის სამეცნიერო და სამეცნიერო-მეთოდური კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი.