გამოსული

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

რომელიმე ადგილიდან (ქალაქიდან, სადგურიდან...) მოსაუბრისკენ დაძრული, გასული (მატარებელი, ადამიანი...)

საიდანმე წარმოშობილი (რომელიმე წრიდან, ოჯახიდან...)

მაყურებლის თვალსაწიერში მოხვედრილი, გასული (სცენაზე, ასპარეზობაზე, სიტყვით...)

გათვითცნობიერებული (საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კონკრეტულ საკითხში...)

გამოქვეყნებული (სტატია, გაზეთი...)

რაიმე მდგომარეობიდან თავდაღწეული (სიღარიბიდან, დეპრესიიდან...)

ვინც თავი დაანება რაიმეს (მუსიკიდან, სიმღერიდან... გამოსული)

დასრულებული (გაკვეთილი, წირვა...)

გამოყვანილი (ხორცი, ლორი...)  (მოძვ.)

სინონიმი

სადმე რაიმე მიზნით მისული, შეგროვებული ადამიან(ებ)ი (მინდორში სამუშაოდ, ქუჩაში დემონსტრაციაზე...)

რაიმე ადგილიდან გასული, თავდაღწეული (ციხიდან, საავადმყოფოდან...)

არამზადა

ის, ვინც სხვებს ცუდად ექცევა, ღირსებასა და მორალს არ ითვალისწინებს

ჰიპერონიმი

გაავებული

ძალიან გაბრაზებული (ვინმე/რამე)

სინონიმი

გავეშებული გაცოფებული   (გადატ.) გაშმაგებული გააფთრებული გამძვინვარებული გამხეცებული გაცეცხლებული გამწარებული განრისხებული გაბოროტებული აღრენილი გაანჩხლებული გახელებული მძვინვარე გაგიჟებული   (გადატ.) დუჟმორეული   (გადატ.) გაგულისებული გაკაპასებული ბრაზმორეული გაბრაზებული ნერვებმოშლილი გაალმასებული გაწიწმატებული გულმოსული ცოფმორეული   (გადატ.) გამგელებული ნერვებაშლილი მხეცური გაღიზიანებული აფოფრილი   (გადატ.) ბეწვაშლილი გაცხარებული გაჯავრებული აღშფოთებული აპილპილებული აბობოქრებული   (გადატ.) გამწყრალი აზვირთებული   (გადატ.) წონასწორობადაკარგული   (გადატ.) აბორგებული გაასპიტებული გაშეთებული   (ძვ.) გაფიცხებული მოთმინებადაკარგული გაფხუკიანებული ავარდნილი   (საუბ.)

გამომავალი

რაც გარეთა მხარეს არის  (გადატ.)

გამოუსადეგარი

გამოფენილი

ვინც ან რაც გამოეფინა

გამოყვანილი

ვისაც რაიმეს თავი დაანებებინეს  (გადატ.)

წაყვანილი რამე დიდ ჯგუფში შესაერთებლად (ჯარში, დემონსტრაციაში)

გამოჭრილი

გაქნილი

ის, ვინც ეშმაკია  (გადატ.)

სინონიმი

ეშმაკი   (გადატ.) მატრაბაზი   (გადატ.) იშკილბაზი   (ვულგ.) გაფუჭებული   (გადატ.) ლუპუსტაკი   (საუბ.) ლაპუსტაკი   (საუბ.) დაქოქილი   (გადატ.) კვაჭი   (გადატ.) კომბინატორი   (გადატ.) ვირეშმაკა თაღლითი ცბიერი აფერისტი ყალთაბანდი მატყუარა მზაკვარი მლიქვნელი ფლიდი ქვეშქვეშა გაქექილი შარლატანი თითლიბაზი არამზადა გამოქექილი ოინბაზი ცუღლუტი თვალთმაქცი გველაძუა მოხერხებული შულერი გათახსირებული უსინდისო გამოქნილი ქვებუდანი მელაძუა საზიზღარი მელაკუდა გათქვეფილი მანქანიერი კუდამელა ხინაკალი მელა   (გადატ.) ტრაბუცა თვალდათვალმატყუარა ქლესა გაქლესილი გაღლეტილი გაცვეთილი დაღრეკილი გამოჯანდრული გამოჯაგული იანუსი მოქნილი გაიძვერა

მდაბიო

შებოლილი

რაც ბოლში გამოიყვანეს

ჯიში