შეთანხმება

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

თანხმობის მიღწევა წინასწარი მოლაპარაკებების შედეგად.

წინააღმდეგობების, განსხვავებების დაძლევა.

გადაწყვეტა

გარიგება

როდესაც შეთანხმდებიან და შერიგდებიან

როდესაც გარიგებას დებენ, რაიმე საკითხში გაურიგდებიან სხვას

დარიგება

როდესაც ვინმეს შეურიგდებიან ან მოურიგდებიან

დაყოლიება

ზავი

შეთანხმება მეომარ მხარეთა შორის საომარი მოქმედების შეწყვეტისა და მშვიდობიანობის დამყარების შესახებ

დაპირისპირებულ მხარეებს შორის საგანგებო შეთანხმება კონფლიქტის შესაჩერებლად  (გადატ.)

თანხმობა

აზრებისა და შეხედულებების ერთიანობა

კომპრომისი

ის, რასაც აღწევენ ურთიერთშეთანხმებით

კონტრაქტი

ხელშეკრულება, შეთანხმება, რომელიც წერილობით არის გაფორმებული

მემორანდუმი

შეთანხმება, რომელსაც არა აქვს სავალდებულო იურიდიული ძალ  (დარგ.)

დიპლომატიური დოკუმენტი, რომლითაც გადმოცემულია მთავრობის თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე  (დარგ.)

მიყენება

როდესაც ვიღაცას სხვისი ზემოქმედებით რაღაც შეემთხვევა

მოლაპარაკება

პირობა

საერთო შეხედულებებზე შეჯერება

პირობითი

დათქმით, შეთანხმებით მიღებული; რაც პირობას ითვალისწინებს

ტრაქტატი

საერთაშორისო ხელშეკრულება

შეთავსება

როდესაც ვინმე ან რაიმე ეთავსება ერთმანეთს

შერიგება

შეხამება

როდესაც რაიმეს ერთმანეთთან ათანხმებენ  (გადატ.)

სინონიმი

ხელშეკრულება

წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია შეთანხმებულ მხარეთა უფლებები და მოვალეობები.