კორპუსი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

ადამიანის ან ცხოველის სხეული, ტანი.

სინონიმი

ხომალდის ჩონჩხი.

ლითონის გარსი, რომელშიაც მოთავსებულია რაიმე მექანიზმი, რაიმე მოწყობილობა.

სინონიმი

ჰიპონიმი

ცალკეული შენობა (ნაგებობათა კომპლექსში).

მსხვილი საჯარისო შენაერთი.  (დარგ.)

ჰიპერონიმი

ზოგიერთ ქვეყანაში ზოგიერთი სამხედრო საშუალო სასწავლებლის სახელწოდება.  (ისტ.)

სასტამბო შრიფტი, რომლის ზომაც უდრის 10 პუნქტს.  (დარგ.)

სრული კრებული რაიმე სახის ტექსტებისა.  (დარგ.)

წერითი თუ ზეპირი მეტყველების ნიმუშების ვრცელი და სტრუქტურირებული ბაზა.  (დარგ.)

ერთობლიობა

როდესაც ერთად არის თავმოყრილი ადამიანები, ცხოველები ან ნივთები და საგნები  (წიგნ.)

კარაბინერი

მხედრიონი

1989 წლის აგვისტოში პატრიოტული მიზნებით შეიქმნილი სამხედრო ორგანიზაცია, რომელსაც 1990 წლის შემოდგომაზე გაუუქმდა სამართლებრივი სტატუსი, ხოლო 1991 წლის თებერვალში დაშლილ იქნა საბჭოთა და ქართული სამხედრო ძალების მიერ. „მხედრიონი“ აღადგინა ჯაბა იოსელიანმა 1991 წელს და ის მონაწილეობდა ზვიად გამსახურდიას დამხობაში. 1993 წლის სექტემბერში მხედრიონს ეწოდა „ქართველ მაშველთა კორპუსი“

ტანი

ადამიანის ან ცხოველის ფიზიკური სტრუქტურა ძვლების, ორგანოებისა და კუნთოვანი ნაწილის ჩათვლით უთავოდ და კიდურების გარეშე.

ტორსი

ადამიანის სხეული კიდურების გარეშე

შენობა

სხვადასხვა ფუნქციისა და დანიშნულების (მათ შორის საცხოვრებელი) ნაგებობა, კონსტრუქცია