ავტორის შესახებ
რევაზ კვერენჩხილაძე ( დ. 20 იანვარი, 1948 – გ. 31 ოქტომბერი, 2020 ) – ექიმი, მეცნიერი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1971 წელს. 1971 წელს იყო რუსთავის სან–ეპიდსადგურის ექიმი; 1971–1973წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ნ. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენის და პროფდაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1973–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ჰიგიენის და პროფ–დაავადებათა კათედრის ასისტენტი; 1980–1984წწ. უფროსი მასწავლებელი; 1984–1995წწ. დოცენტი; 1995 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი. ავტორია 84 სამეცნიერო ნაშრომის. გამოცემული აქვს მონოგრაფია "შრომის ჰიგიენის მეთოდური პრაქტიკუმი".





